ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისრტმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.
პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
2018 – 2020 წლებში ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 2013 – 2018 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა; 2012 – 2013 წლებში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარეობდა; 2010 – 2012 წლებში შპს “საადვოკატო გაერთიანება – სარჯველაძე და მშვენიერაძე” – ადვოკატი, პარტნიორი; 2003 – 2010 წლებში კს “სვანიძე და პარტნიორები” – ადვოკატი, პარტნიორი; 1999 – 2003 შპს “საადვოკატო ბიურო – კორძაძე და სვანიძე”-ში ადვოკატად მუშაობდა.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…